ცხადდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები.
წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების ვადის 2026 წლის 22 ნოემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით, ცხადდება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები, რომელიც 2026 წლის 18 ნოემბერს გაიმართება.
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 12 წევრი; სტუდენტი – 6 წევრი;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 3
წევრი; სტუდენტი – 2 წევრი.
რეგისტრირებული კანდიდატები:
საშემსრულებლო ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი
1. ნანი სანაძე;
2. ნათია ქავთარაძე;
3. თეონა მიქელაძე;
4. თამარ ჟვანია;
5. ირაკლი ევსტაფიშვილი;
6. სოფიო მურუსიძე;
7. მარინე ადამიშვილი;
8. ილია ინაიშვილი;
9. გოჩა დათუსანი;
სტუდენტი
1. თათული ნიშნიანიძე;
2. დიანა კაკუბავა;
3. ნია ელბაქიძე;
4. კობა ცირამუა;
5. მარიამ საგინაშვილი.
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი:
აკადემიური პერსონალი
1. ეკატერინე ონიანი;
2. გიორგი შავერზაშვილი;
3. მარიკა ნადარეიშვილი;
სტუდენტი
1. თათია ვარდიაშვილი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2026 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა 2026 წლის 03 ნოემბერს.
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდება 18 ნოემბერს, 10:00 საათიდან –17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №307 (კამერული დარბაზი);
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
ასევე იხილეთ: