გაეცანით 2025 წლის 7 აპრილს გამოცხადებული შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური საკომპოზიტორო კონკურსის შედეგებს.
ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტისთვის ან ხმისთვის” გამარჯვებულის წოდება მიენიჭა:
● გაბრიელ ხარაბაძის ნაწარმოებს “სუპერნოვა” ფორტეპიანოსთვის; (I პრემია)
● ლაშა ხარხელაურის ნაწარმოებს “თოვლის ფიფქი” ფორტეპიანოსთვის; (II პრემია)
ნომინაციაში ნაწარმოები ანსამბლისთვის (დუეტი, ტრიო, კვარტეტი) გამარჯვებულის წოდება მიენიჭა:
● ლაშა ხარხელაურის ნაწარმოებს „მიღმა“ საფორტეპიანო ტრიოსთვის; (I პრემია)
● ბეჟანი დემეტრაშვილის ნაწარმოებს “Joy” ხის ჩასაბერების კვარტეტისთვის; (II პრემია)
ნომინაციაში “საუკეთესო ნაწარმოები თავისუფალი შემადგენლობისთვის (გარდა დუეტი, ტრიო, კვარტეტი)” გამარჯვებულის წოდება მიენიჭა:
● ლაშა ხარხელაურის ნაწარმოებს “Vox Populi” 11 ინსტრუმენტისთვის; (I პრემია)
● ნინი ელისაშვილის ნაწარმოებს “Reflection” საქსაფონისა და ელექტრონიკისთვის; (II პრემია)
ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია” გამარჯვებულის წოდება მიენიჭა:
● ნინი ბანცაძის კომპოზიციას “Beyond threshold”; (I პრემია)
● ლიზი ნოქარიშვილის კომპოზიციას „Snake Eater – A radio tale”; (II პრემია)
● ანა ქორქაშვილის კომპოზიციას “Lost Tone”; (II პრემია)
ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია” II პრემია განაწილდეს ორ მონაწილეზე.
იხ. 2025 წლის შიდასაკონსერვატორიო საკომპოზიტორო სტუდენტური კონკურსის ჟიურის სხდომის ოქმი