22-24 აპრილს, თბილისის კონსერვატორია უმასპინძლებს თბილისის მე-4 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას, რომელიც წელს პირველად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
წლევანდელი კონფერენციის თემა არის „ეროვნული და ინტერნაციონალური მუსიკაში“, რომელიც ეძღვნება ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის, დირიჟორის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.