თბილისის მე-4 საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია (თსმკ) –„ეროვნული და ინტერნაციონალური მუსიკაში“, 22-24 აპრილი, 2021
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2021 წლის 22-24 აპრილს ატარებს თბილისის მე-4 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას თემაზე „ეროვნული და ინტერნაციონალური მუსიკაში“, რომელიც ეძღვნება ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის, დირიჟორის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.
თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია გამოკვეთოს თანამედროვე მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები. მე-4 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს საკიხებს შემდეგი თემატიკიდან:
1. ეროვნული საკომპოზიტორო სკოლები
2. კულტურული მეხსიერება და თანამედროვე მუსიკა
3. მულტიკულტურალიზმი მუსიკაში
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე: „სამუსიკო განათლება პოსტკოვიდ პერიოდში“
კონფერენციის აკადემიური კომიტეტის წევრები არიან:
ბეატა ბოლესლავსკა–ლევანდოვსკა (პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტი )
კრისტოფერ დინგლი (ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია)
მანოლის ვლიტაკისი (ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი)
მარიკა ნადარეიშვილი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)
მარინა ქავთარაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)
თამარ ჩხეიძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)
პანდემიის გამო კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება ელ. ჟურნალში „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“
კონფერენციაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი ტიპის მოხსენებები:
ინდივიდუალური მოხსენება – ხანგრძლივობა 30წთ. (20 წთ. პრეზენტაცია, 10 წთ. დისკუსია)
მოხსენება მრგვალი მაგიდისთვის – ხანგრძლივობა 90-120 წთ. (4 მომხსენებელი, თითოეულის მოხსენების დრო არაუმეტეს 10 წთ., დისკუსია)
ვადები:
10 იანვარი, 2021 წ. – ონლაინ რეგისტრაცია, თეზისების (250 სიტყვამდე) და მოკლე ბიოგრაფიის (100 სიტყვამდე) გამოგზავნის ბოლო ვადა.
20 იანვარი, 2021 წ. – მონაწილის შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების/არ დაშვების შესახებ. გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას იღებს კონფერენციის აკადემიური კომიტეტი
1 მარტი, 2021 წ. – მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა. ტექსტის გაფორმების პარამეტრები: მოცულობა არაუმეტეს 7 გვერდისა; ფონტი: AcadNusx (ქართ.), Times New Roman (ინგლ.), ზომა 12, ხაზებს შორის მანძილი – 1,5, ველები – ყველა მხრიდან 2 სმ)
22-24 აპრილი, 2021 წ. – კონფერენცია
მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: science@tsc.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@tsc.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department