დადგენილება № 35/2021 – COVID-19-ის გავრცელების გათვალისწინებით დამსწრე საზოგადოების გარეშე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის მომსახურების ტარიფის განსაზღვრის შესახებ
დადგენილება № 35/2021
თარიღი: 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/09 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და წარმომადგენლობითისაბჭოს 2021 წლის 13 სექტემბრის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერებისსაფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დაწესდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის მომსახურების ტარიფი ერთ არასრულ დღეზე (დარბაზში დამსწრეების გარეშე) 2500 ლარის ოდენობით;
2. უზრუნველყოფილ იქნას ამ მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ღონისძიებების გატარება;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობით საბჭოს სპიკერი