დადგენილება № 44/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანისშესახებ
დადგენილება № 44/2021
თარიღი: 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 ნოემბრის № 913 და 2021 წლის 25 ნოემბრის № 954 წარდგინებების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 23 თებერვლის № 17, 2021 წლის 13 მარტის № 19, 12 ნოემბრის № 5 სხდომათა ოქმების, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 29 ნოემბრის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე(წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი № 10),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დებულებაში:
1.1. დებულების მე-3 მუხლში „ფაკულტეტის სტრუქტურა“ შემავალი ცვლილებები ჩამოყალიბდეს დანართი № 1-ის სახით;
1.2. დებულების მე-5 მუხლი „ფაკულტეტის საბჭო და მისი ფორმირების წესი“ ჩამოყალიბდეს დანართი №2-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი