დადგენილება № 24/2022 – “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 03 დადგენილებით შემუშავებულ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 19 სექტემბრის № 41/2022 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 24/2022
თარიღი: 21 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 21 სექტემბრის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 03 დადგენილებით შემუშავებულ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 03 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 19 სექტემბრის № 41/2022 დადგენილება თანდართული სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64);
4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ირაკლის ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი