ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაფუძნებული ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური ერთჯერადი სტიპენდიის მისანიჭებლად შეირჩა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „სამუსიკისმცოდნეო კვლევების“ სპეციალობა „საეკლესიო მუსიკოლოგიის“ დოქტორანტი მონოზონი ნინო სამხარაძე. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.