დადგენილება № 22/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიების გაცემისთვის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლილების შესახებ
დადგენილება № 22/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე- 3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთ ადაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ——წერილის და აკადემიური საბჭოს 2023 წლის ——– No სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No ),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არსებულ „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესში“, კერძოდ, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიების გაცემისთვის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებში და აღნიშნული წესის თავი III. (სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმები), მე-8 მუხლის (სახელობითი სახელმწიფო სტიპენდიების გაცემის წესი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სპეციალობებზე სახელობითი სტიპენდიები გაიცემა საანგარიშო სემესტრის წინა სემესტრში სტუდენტის აქტიური, წარმატებული მოღვაწეობის გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) აუცილებელია სტუდენტის საშუალო ქულა სპეციალობის სასწავლო კურსში/კურსებში
(სასწავლო გეგმის შესაბამისად) იყოს 96 და ზევით, ხოლო დანარჩენ საგნებში მისი საშუალო
ქულა იყოს 81 და ზევით;
ბ) თანაბარი საშუალო ქულის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება:
1) ძირითადი სპეციალობის ქულას;
2) შემდეგ აქტივობებს:
კომპოზიტორებთან: კონკურსებში გამარჯვებას, მონაწილეობას კონცერტებში, ფესტივალებში, სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებში, კონფერენციებში და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში; ასევე − პუბლიკაციებს, აქტიურობას სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებაში. მუსიკოლოგებთან: სამეცნიერო, პუბლიცისტურ და შემოქმედებით საქმიანობას − მონაწილეობას კონფერენციებსა და კონკურსებში, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მუშაობაში, ეთნომუსიკოლოგიურ ექსპედიციებში, სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივში და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში.“
2. დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12
კილომეტრი, No6)