დადგენილება № 29/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეციალობა „საორკესტრო სიმებიანი საკრავები“ დამამთავრებელი გამოცდების პროგრამაში კორექტირების შეტანის შესახებ
დადგენილება № 29/2023
თარიღი: 28 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის № 06 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის № 09 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეციალობა „საორკესტრო სიმებიანი საკრავები“ დამამთავრებელი გამოცდების პროგრამაში კორექტირება შემდეგი სახით:
1.1.მაგისტრატურის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა ყველა სპეციალობით უცვლელად დარჩეს.
1.2.ბაკალავრიატის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამაში ვიოლინოს სპეციალობაზე პოლიფონიის პირველი პუნქტი დადგინდეს შემდეგნაირად: „ნებისმიერი სონატიდან სოლო ვიოლინოსთვის I ნაწ. და ფუგა; ან: III და IV ნაწილები“ და ბაკალავრიატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნები სპეციალობების მიხედვით დადგინდეს დანართის სახით;
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საორკესტრო სიმებიანი საკრავების პროგრამისა და მიმართულების ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4,წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე