დადგენილება N35 სსიპ- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნომბერის #125/2021 და 2023 წლის 19 მაისის #31/2023 წლის დადგენილებებით დამტკიცებული “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ დახვეწისა და სრულყოფის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დადგენილება N35/2023
თარიღი: 09 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-15 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 09 ივნისის No 11 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების
ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.სსიპ- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნომბერის #125/2021 და 2023 წლის 19 მაისის #31/2023 წლის დადგენილებებით დამტკიცებული “აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ დახვეწისა და სრულყოფის მიზნით შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინა ქავთარაძე- პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი, მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, მუსიკოლოგიური კვლევების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
ბ) ბეჟან ნამგლაძე – ასოცირებული პროფესორი, კლავიშებიანი საკრავების პროგრამის ხელმძღვანელი (ჯგუფის წევრი);
გ) მარიკა ნადარეიშვილი – ასოცირებული პროფესორი, მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი, მუსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი (ჯგუფის წევრი);
დ) მაია სიგუა- ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ჯგუფის წევრი);
ე) მაია მეტრეველი – კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (ჯგუფის წევრი);
ვ) ქეთევან ბაქრაძე – კონსერვაორიის გამომცემლობის ხელმძღვანელი
2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს შესაბამისი დასკვნის (რეკომენდაციის) აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 03 ივლისისა.
3. უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილების გადაცემა მასში მითითებული პირებისათვის.
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე