ანაზღაურებადი სტუდენტური სტაჟირება
კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტუდენტური სტაჟირებისთვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში Erasmus+ პროექტების მიმართულებით.
აღნიშნული სტუდენტური სტაჟირება მიზნად ისახავს სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
სტაჟირების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები ძირითადად გულისხმობს ჩართულობას კონსერვატორიის საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, უმთავრესად Erasmus+ პროექტებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებას და ადმინისტრირებას.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2023
სამუშაოს აღწერილობის გასაცნობად და სხვა დეტალებისთვის იხ. დოკუმენტი .