დადგენილება N64/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის აკრედიტებულ სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანისა და მისი დაზუსტებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 64/2023
თარიღი: 15 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე, 63 და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის N9 ოქმის ამონაწერის (12.09.2023წ) და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის No 18 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021-2022 წლის აკრედიტებულ სასწავლო გეგმაში და იგი დამტკიცდეს დაზუსტებული სახით დანართის შესაბამისად.
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64)
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე