დადგენილება №10/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დადგენილება № 10/2023
თარიღი: 02 ოქტომბერი , 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 02 ოქტომბრის № 7 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
-ლეილა მარუაშვილი – კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;
– მაია მეტრეველი – კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;
– ნინო რაზმაძე – კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილე;
– გიორგი (გოგა) შავერზაშვილი – კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი;
– დავით პეტრიაშვილი – კონსერვატორიის სტუდენტი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;
ლელა ბენიძე – კონსერვატორიის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.
ნათია ქავთარაძე
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი