დადგენილება – 87/2023 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრების თარიღისა და დროის განსაზღვრის შესახებ
დადგენილება N 87/2023
თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2023 წლის 01 ნოემბრის № 78/2023 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 1-ის მე-4 პუნქტის და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ნოემებრის N26 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 26),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.განისაზღვროს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრების თარიღი და დრო:
ა) კანდიდატი – მევლუდ შუბითიძე: 2023 წლის 13 ნოემბრის 11 საათი;
ბ) კანდიდატი – გიორგი ზაქარაია: 2023 წლის 13 ნომებრის 11.45 საათი.
2. გასაუბრების თარიღის შესახებ ეცნობოთ რეგისტრირებულ კანდიდატებს.
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N 64).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე