გამოცხადდა შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური საკომპოზიტორო და მუსიკოლოგიური კონკურსები სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისათვის შემდეგი პირობებით:
ნომინაციები:
საკომპოზიტორო კონკურსი:
1. საუკეთესო ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტისთვის ან ხმისთვის, ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა.
2. საუკეთესო ნაწარმოები ანსამბლისთვის (დუეტი, ტრიო, კვარტეტი), ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წუთისა.
3. საუკეთესო ნაწარმოები თავისუფალი შემადგენლობისთვის (1-ელ და მე-2 ნომინაციებში გაწერილი შემადგენლობის გამოკლებით), ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წუთისა.
4. საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია (ფიქს მედია, ლაივ ელექტრონიკა და სხვ.), ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წუთისა.
მუსიკოლოგიური კონკურსი:
1. საუკეთესო მუსიკოლოგიური სამეცნიერო ნაშრომი, 6-15 გვ. ბიბლიოგრაფიისა და მაგალითების გარეშე.
2. საუკეთესო ნაშრომი მუსიკალურ ჟურნალისტიკაში (ინტერვიუ, სტატია, ბლოგპოსტი, ნებისმიერი ფორმატის რეპორტაჟი და სხვ.).
3. საუკეთესო კრიტიკული ნამუშევარი (ესსე, რეცენზია, სტატია და სხვ.).
თითოეული კონკურსის კონკრეტულ ნომინაციაში გაიცემა ორი ჯილდო:
I ადგილი − 300 ლარი, II ადგილი −200 ლარი.
კონკურსებში მონაწილეებად დაიშვებიან მხოლოდ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის როგორც კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის, ისე საშემსრულებლო ფაკულტეტის
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები.
კონკურსში მონაწილეობისთვის განმცხადებელმა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე compose-theory@tsc.edu.ge უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ნომინაციის/ნომინაციების მითითებით;
ბ) საკონკურსო მასალა ნომინაციის/ნომინაციების შესაბამისად:
საკომპოზიტორო კონკურსისთვის: ბრძანებაში მითითებული ნომინაციის შესაბამისი საკონკურსო ნაწარმოებ(ებ)ის სანოტო, სასურველია აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, PDF და აუდიო ფაილები mp3 ფორმატით;
ელექტრონული კომპოზიციის შემთხვევაში, აუცილებელია ანოტაცია PDF ფაილით და აუდიო ფაილი mp3 ფორმატით.
მუსიკოლოგიური კონკურსისთვის: გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ნაშრომი/ნაშრომები. პლაგიატზე შემოწმების შედეგები Turnitin-ის სისტემაში (წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი არ მიიღება, ხოლო პლაგიატის
გამოვლენისას ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან).
„საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო სამეცნიერო ნაშრომის“ კატეგორიაში გამოუქვეყნებელი ნაშრომის/ნაშრომების წარმოდგენისას კონკურსანტმა უნდა იხელმძღვანელოს ტექსტის გაფორმების ქვემოთ მოცემული ინსტრუქციით:
https://docs.google.com/document/d/1Xkqtjk1CBBhrIsd5iDBDRNCJbUmMPi2FHumHYurL_jU/edit
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 2024 წლის 14 ივნისი. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს განაცხადების მიღების დასრულებიდან 15 დღის ვადაში. გამარჯვებულებს გამოავლენს დეკანის ბრძანებით განსაზღვრული კომისია.
იხ. კონკურსის დებულება – შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური კონკურსის დებულება