1. ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკოლოგიური სამეცნიერო ნაშრომი“:
* პირველი პრემია არ გაიცა;
* მეორე პრემია მიენიჭა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტს, მარიამ ხუციშვილს ნაშრომისათვის − „პოლიტონალობის სემანტიკური თავისებურებები და მათი მნიშვნელობა მეოცე
საუკუნის ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით პრაქტიკაში“.
2. ნომინაციაში „საუკეთესო ნაშრომი მუსიკალურ ჟურნალისტიკაში“:
* პირველი პრემია არ გაიცა;
* მეორე პრემია მიენიჭა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტს, მარიამ ხუციშვილს ნაშრომისათვის − „წარმოგიდგენთ კომპოზიტორ ბეგი ნიკოლეიშვილს!“.
3. ნომინაციაში „საუკეთესო კრიტიკული ნამუშევარი“:
* პირველი პრემია არ გაიცა;
* მეორე პრემია განაწილდა და მიენიჭა ორ მონაწილეს:
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტს, ქეთევან გუგუშვილს ნაშრომისათვის − „ანარეკლები“ და „კუპერენის საფლავი“, როგორც რაველის მუსიკალური შემოქმედების განვითარების ორი სხვადასხვა
მიმართულება“;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტს, მარიამ ხუციშვილს ნაშრომისათვის − „ბოჰემური რაფსოდია“ კონტრასტულ-შედგენილი ფორმის კონტექსტში“.