სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (აკადემიური სიმღერა, სოლო ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი), „კომპოზიცია“ და „მუსიკოლოგიური კვლევები“ (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია) მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2024 წლის 20 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 01 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი / 6 სემესტრი
სწავლის წლიური საფასური
5000 ლარი (პროგრამა/სპეციალობა: კომპოზიცია)
4500 ლარი (პროგრამა „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია)
5500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობა: სოლო ფორტეპიანო)
6500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობები: საორკესტრო საკრავები, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი)
→ სადოქტორო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია) ბარდება:
1. სპეციალობა იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ ბარდება:
1. სპეციალობა იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი, საორკესტრო საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა) ბარდება:
1. სპეციალობა:
2. მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული გეგმის დაცვა. იხ. მოთხოვნები
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf ფორმატში; აღნიშნული არ ეხება ფოტო/აუდიო/ვიდეო ფაილებს);
1. სარეგისტრაციო განცხადება (იხ. დანართი №1);
2. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV, იხ. დანართი №2);
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
4. მუსიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. საზღვარგარეთ განათლებამიღებულ პირთათვის – შესაბამისი დიპლომის ასლი და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
5. ფოტოსურათი (ზომით 3 x 4) ელექტრონული (JPG) სახით;
6. მისაღები კონკურსის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი (იხ.რეკვიზიტები);
7. საპროექტო განაცხადი/პროგრამა: „საშემსრულებლო ხელოვნების“ სადოქტორო პროგრამაზე საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.1) და საშემსრულებლო ტურში შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონომეტრაჟის მითითებით; „მუსიკოლოგიური კვლევების“ სადოქტორო პროგრამაზე საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.2) და „კომპოზიციის“ სადოქტორო პროგრამაზე საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.3);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, ყველა სადოქტორო პროგრამაზე საპროექტო განაცხადის/საშემსრულებლო პროგრამის გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივნისისა!
8. პორტფოლიო: „საშემსრულებლო ხელოვნების“ სადოქტორო პროგრამაზე – საკონცერტო/ საშემსრულებლო აქტივობების დამადასტურებელი საბუთები (საკონცერტო პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, დისკოგრაფიის სია, პრესა და ა.შ.). „მუსიკოლოგიური კვლევების“ სადოქტორო პროგრამაზე – გამოქვეყნებული სულ მცირე ერთი სტატია, საკონფერენციო მოხსენების ტექსტი და/ან სწავლების წინა საფეხურზე მომზადებული რეფერატი (ასევე სერტიფიკატები, კონფერენციების პროგრამები, სტატიების სატიტულო გვერდები/ სარჩევი და ა.შ.). „კომპოზიციის“ სადოქტორო პროგრამაზე – ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონოლოგიურად, მათ შორის, ორი საპრეზენტაციო ნაწარმოები (პარტიტურები/ანოტაცია/აუდიო-ვიდეო ფაილი), სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა და ა.შ.
9. დამატებითი მოთხოვნები: „საშემსრულებლო ხელოვნების“ სადოქტორო პროგრამაზე „აკადემიური გუნდის დირიჟორობის“ მიმართულებით ჩაბარების მსურველმა აუცილებელია წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის საშემსრულებლო ტურზე წარმოდგენილი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი/ თანახელმძღვანელი/ დირიჟორი/ ქორმაისტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი ტურზე არ დაიშვება.
10. უცხო ენის და/ან ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. დამატებითი მოთხოვნები (ენის ფლობის შესახებ): დოქტორანტს მოეთხოვება უცხო ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით.
● აპლიკანტი, რომელიც არ ფლობს უცხო ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემთხვევაში ვალდებულია სწავლის დაწყებიდან მე-3 სემესტრის ჩათვლით უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენა. სერტიფიკატის წარმოდგენა არის დაცვაზე დაშვების ერთ-ერთი წინაპირობა;
● აღიარებას ექვემდებარება საერთაშორისო სერტიფიკატები, კერძოდ: TOEFL-ის, IELTS-ის, PTE General-ის, CAMBRIDGE FCE-ის, CPE-ის, CAE-ის, DELF/DALF-ის, ÖSD-ის, TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), GOETHE-ZERTIFIKAT, DELE (B2), eLADE (B2), CILS, CELI, PLIDA და სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – CERTUS.
● უცხო ენის სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამის სრული კურსი გავლილი აქვს რომელიმე უცხო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენაზე ან დაგროვებული აქვს არანაკლებ 60 ECTS უცხოეთში სწავლის პერიოდში. დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
● დოქტორანტობის კანდიდატმა, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, უნდა წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შედეგები:
მუსიკოლოგიური კვლევები, საეკლესიო მუსიკოლოგია
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10