დადგენილება №42/2021 – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 09 აპრილის გადაწყვეტილებით 4-11 მაისის საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოცხადების საფუძველზე „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 02 აპრილის N 40/2021 წლის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება №42/2021
თარიღი: 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი, მე-2 დამე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 16 აპრილის №15 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 15),
აკადემიური საბჭო ადგენს:
„3. აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების დოკუმენტური მონაცემების გაცნობა და პრეტენდენტებთან გასაუბრება განხორციელდეს 2021 წლის 13 მაისიდან არაუგვიანეს 2021 წლის 18 მაისისა. პრეტენდენტთან გასაუბრება, ქვეყანაში საგანგებო, საომარი ან ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ფიზიკურ პირთა გადაადგილებასა და შეკრებას, აკადემიური საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების გამოყენებით.“
“4”. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატის არჩევის საბოლოო ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2021 წლის 21 მაისისა.“
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე