დადგენილება № 01/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 01/2022
თარიღი: 14 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა, 57–ე და 61-ე მუხლების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 32 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 14 იანვრის № 01 სხდომაზე პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 01) ,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესი (დანართი 1);
ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი 2);
გ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი 3);
დ) კონკურსანტის შეფასების ფორმა (დანართი 4 – აკადემიური გუნდის დირიჟორობა,საოპერო მომზადება,სიმებიანი/ჩასაბერი/დასარტყამი, სოლო აკადემიური სიმღერა)
ე) გაუთქმელობის დოკუმენტი (დანართი 5);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კონსერვატორიაში სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ადრე მოქმედი რეგულაციები.
3. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge..
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავჯმდომარე
ნანა შარიქაძე