დადგენილება № 48/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე “საშემსრულებლო ხელოვნება” სპეციალობაზე “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები” მისაღებ მოთხოვნებში შემოქმედებით ტურში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 48/2022
თარიღი: 30 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 ნოემბრის № 21 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 21),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე “საშემსრულებლო ხელოვნება” სპეციალობაზე “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები” მისაღებ მოთხოვნებში შემოქმედებით ტურში და დამტკიცდეს დანართი №1-ის სახით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების და პროგრამის ხელმძღვანელს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემური საბჭოს წევრი