დადგენილება 30/2023 – „საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო პროექტის შესრულების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის 57/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება 30/2023
თარიღი: 19 მაისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 19 მაისის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები „საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო პროექტის შესრულების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის #57/2022 დადგენილებაში:
ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროგრამის ანოტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში (doc/docxფორმატში) მოცულობა არანაკლებ 10 A4 ფორმატის გვერდისა. ფაილის სახელწოდებად გამოტანილი უნდა იყოს ავტორის გვარი, სახელი, მაგალითად: Maia.Metreveli.doc. ანოტაციის სრული ქართულენოვანი ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის, ხოლო ინგლისურენოვანი ტექსტი Times New Roman გარნიტურის გამოყენებით 12 ზომის შრიფტით და სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს მარცხენა მხარეს 3 სმ, ხოლო მარჯვენა მხარეს – 1 სმ. ზედა და ქვედა არეებიდან დაშორება უნდა შეადგენდეს 2-2 სანტიმეტრს (დეტალური ინფორმაციისათვის იხ. აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა https://tsc.edu.ge/wp- content/uploads/2021/11/danarti-125- 2021.pdf ).“
ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამეცნიერო ხელმძღვანელი ვალდებულია სამაგისტრო თეზისის დაცვამდე არაუგვიანეს 3 კვირით ადრე უზრუნველყოს სტუდენტის ნაშრომის Turnitin-ის სისტემაში პლაგიატზე შემოწმება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა სტუდენტისა და პროგრამის ხელმძღვანელისათვის.“
გ)მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამაგისტრო თეზისში პლაგიატის დაფიქსირების შემთხვევაში ხელმძღვანელი განსაზღვრავს თეზისის დაცვამდე მისი გადამუშავების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში თუ, ხელმძღვანელის მოსაზრებით, დაცვამდე დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი გადამუშვებისათვის, ხელმძღვანელი განცხადებით მიმართავს და შესაბამის ინფორმაციას აწვდის სტუდენტს, პროგრამის ხელმძღვანელსა და მიმართულების ხელმძღვანელს.“
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge და დაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, No64).
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე