დადგენილება 37/2023 „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის # 33/2023 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება 37/2023
თარიღი: 23 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის № 37 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის # 33/2023 დადგენილებაში და კომისიის შემადგენლობაში, „კლავიშიანი საკრავების“ მიმართულებაზე, კომისიის წევრად ნაცვლად თათა ლიჩელისა განისაზღვროს ნინო ჟვანია, ხოლო „საკონცერტმაისტერო დაოსტატების“ მიმართულებაზე თათა ლიჩელის ნაცვლად კომისიის წევრად განისაზღვროს თეა ბუაძე, დანარჩენ ნაწილში დადგენილება დარჩეს უცვლელი.
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, No64).
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე