დადგენილება 38/2023 სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 38/2023
თარიღი:6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის № 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი №14),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი თანდართული სახით;
2.დადგენილება დაეგზავნოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყველა სტრუქტურულ ერთეულს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge
4.დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე