დადგენილება N53/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ
დადგენილება N53/2023
თარიღი: 28 ივლისი 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით),“სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 2023 წლის 21 ივნისის #02-22-R ბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის #48 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 27 ივლისი, 2023 №879/24 ) და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის #16 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმი და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე (სოლო სიმღერა) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს – ზაალ ხელაია.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე