დადგენილება № 68/2023 სსიპ–თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის გეგმაში ცვლილების შეტანისა და მისი დაზუსტებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 68/2023
თარიღი: 13 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, , 59-ე, 63 –ე და 100-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 09 ოქტომბრის №11 სხდომის ოქმისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის № 21 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება სსიპ–თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის გეგმაში და იგი დამტკიცდეს დაზუსტებული სახით თანდართული დანართის შესაბამისად;
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12კილომეტრი, №64.)
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე