დადგენილება № 90/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტის/ნამუშევრის შეფასებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 90/2023
თარიღი: 24 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N 3 ბრძანების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ამონაწერის (20.11.2023 წ. #13 ), მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელისა (უმაღლესი განათლების I და II საფეხური, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს VI და VII დონეები) და აკადემიური საბჭოს 2024 წლის 24 ნოემბრის № 28 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტის/ნამუშევრის შეფასებაში და შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტის/ნამუშევრის შეფასება -„წარმატებით ჩააბარა/ჩააბარა/ვერ ჩააბარა“ სისტემის მეშვეობით, დისციპლინა „სამაგისტრო პროექტის“ შეფასება, რომელიც 2021 წლამდე ფასდებოდა ჩაეთვლა/არ ჩათვლა ფორმით და არ მოიცავდა ქულობრივ რანჟირებას, შეიცვალოს 100 (ასი) ქულით.
2. დადგენილება გადაეგზავნოს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო დეპარტამენტსა და საშემსრულებლო ფაკულტეტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე