ცხადდება კონკურსი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად.
– მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 6 წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.
– უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
– მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.
– მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც
აკმაყოფილებს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლის შენიშვნით, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო თანამდებობებისათვის
დამატებით განსაზღვრულ კრიტერიუმს – ინგლისური ენის ცოდნა.
– კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 27 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 28 მარტიდან 2024 წლის 02 აპრილის
ჩათვლით (შაბათის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს კონსერვატორიის რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 11 აპრილამდე.
– სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით _განცახდების ფორმა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის
შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (“უმაღლესი განათლების შესახებ” 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის
საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
უფლება).
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 28 მარტიდან 2024 წლის 02 აპრილის ჩათვლით (შაბათის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი
No216, ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია შეუძლიათ
გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge;
იხ. – ბრძანება