დადგენილება N 17/2022 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 იანვრის № 01/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება N 17/2022
თარიღი: 13 მაისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 13 მაისის № 09 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 09),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების/ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საოპერო მომზადებისა და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებებზე კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 იანვრის № 01/2022 დადგენილებაში და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.1 სოლო აკადემიური სიმღერის პიანისტი კონცერტმაისტერი.
5.1.5. უცხო ენაზე ტექსტის წაკითხვა:
– სავალდებულოა 3 ენაზე წაკითხვა: გერმანული, იტალიური, რუსული.
– კონკურსანტს სამი ენიდან ჩაეთვლება ის ერთი ენა, რომელიც ფურცლიდან კითხვაში შეხვდა.
5.2. საოპერო მომზადების პიანისტი კონცერტმაისტერი (კორეპეტიტორი).
5.2.1. საკონცერტო პროგრამის ზოგადი მოთხოვნები:
იხ. სავალდებულო ოპერების ჩამონათვალი
5.2.4. უცხო ენაზე ტექსტის წაკითხვა:
– სავალდებულოა 3 ენაზე წაკითხვა: გერმანული, იტალიური, რუსული.
– კონკურსანტს სამი ენიდან ჩაეთვლება ის ერთი ენა, რომელიც ფურცლიდან კითხვაში შეხვდა.
2. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე