დადგენილება № 123/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ–პროფესორი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 123/2021
თარიღი: 05 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #99/ნ ბრძანების, საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯაროსამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისწესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდანგამომდინარე, ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 05 ნოემბრის № 51 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 51),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) აფილირების წესი და პირობები წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
ბ) შეთანხმება აფილირების შესახებ წარმოდგენილი დანართი № 2-ის სახით;
2. დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვისსამსახურს, ფაკულტეტების დეკანებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს;
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე