დადგენილება № 63/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2020-2021 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება №63/2021
თარიღი: 28 მაისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 მაისის №24 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 24),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2020-2021 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარში და გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო პერიოდი განისაზღვროს 17 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით (იხ. დანართი N 1 – 2020-2021 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი);
2. დადგენილება გადაგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს; 3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე