დადგენილება № 67/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები ადგილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №67/2021
თარიღი: 04 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 04 ივნისის №25 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 25),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა – 10 ადგილი (7 უფასო ადგილი, 3 ფასიანი ადგილი);
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, სასწავლო დეპარტამენტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე