23 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით კონსერვატორიას ERASMUS+ მობილობის ფარგლებში
ეწვევიან პარტნიორი სასწავლებელების პროფესორები.
ვიზიტის განმავლობაში, პროფესორები კონსერვატორიის სტუდენტებისთვის
ჩაატარებენ მასტერკლასებს, ლექციებს და ამასთან, იქნებიან საკვალიფიკაციო/მისაღები
გამოცდების კომისიის წევრები. მოწვეული პროფესორები ასევე შეხვდებიან თსკ-ის აკადემიური პერსონალს, სადაც იმსჯელებენ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
აღნიშნული ვიზიტები წარმოადგენს გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში
კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ პარტნიორ ევროპულ
უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან კოორდინირებით დაგეგმილი 20-ზე
მეტი საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მობილობის ნაწილს და
თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
Andrzej Wojciechowski, Paweł Rydel, Wojciech Szlachcikowski, Agnieszka Franków-Żelazny, Asta Krikšiiūnaitė, Janis Maleckis, Juris Zvikovs,Maris Sirmais, Michał Kozorys, Päivi Arjas, Tereze Ziberte-Ijaba, Eliane Reyes, Hui-Ying Tawaststjerna, Erik Tawaststjerna, Johannes Knecht, Maurizio Leoni, Claudia Rondelli, Luigi Abbate.