სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 27 დეკემბერს. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს 10:00 საათზე და მთავრდება იმავე დღეს 17:00 საათზე.
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს არჩევნებზე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან წარმოადგინონ განცხადება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
იხილეთ ფიზიკური პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა დანართი 1
იხილეთ იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა დანართი 2
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ
დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ფაკულტეტის ამომრჩეველი.