სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი (4 სემესტრი)
კრედიტები – 120 ECTS
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები.
→ 2024-2025 მისაღები მოთხოვნები
2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
პროგრამული დაფინანსების გარეშე – 2
აპლიკანტებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1.შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა); ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით..
2.პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3.ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
4.კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ.საბანკო რეკვიზიტები)
5.სამაგისტრო პროექტი ელექტრონული ფორმით: ფოლდერი, რომელიც შეიცავს სამაგისტრო პროექტის წერილობით დახასიათებას [PDF], აუდიო, ვიდეო ან სხვა მედია-დანართით ; შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 29 მაისისა!
6.ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად)
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს (1 წელი) – 3000 ლარს.
მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს.
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს – 5000 ევროს
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10