ყველა სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი / 4 სემესტრი
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური (1 წელი) – 3000 ლარი
სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება. შენიშვნა: სამუსიკო განათლების მოთხოვნა არ ეხებათ „მუსიკის ტექნოლოგიის“ აპლიკანტებს
სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – მხოლოდ კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამებზე „მუსიკოლოგია“, „კომპოზიცია“ და „მუსიკის ტექნოლოგია“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) და საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.
! მაგისტრანტობის კანდიდატთათვის (აღნიშნული არ ეხება პროგრამას „საშემსრულებლო ხელოვნება“) აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და კონსერვატორიაში.
→ სამაგისტრო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”
პროგრამა “კომპოზიცია”
პროგრამა “მუსიკოლოგია”
პროგრამა “მუსიკის ტექნოლოგია”
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა MA) (PDF);
– ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით
2. საგამოცდო პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენაზე (პროგრამაზე: საშემსრულებლო ხელოვნება) PDF ფაილი სახელის და გვარის მითითებით;
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივნისისა!
3. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი(PDF);
4. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
5. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები) (PDF);
6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე (პროგრამებზე: კომპოზიცია, მუსიკის ტექნოლოგია და მუსიკოლოგია);
7. მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (პროგრამაზე კომპოზიცია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივნისისა!
8. სამაგისტრო შემოქმედებითი პროექტის წერილობითი აღწერა ელ. ფაილის/ფოლდერის სახით და განვლილი შემოქმედებითი აქტივობების პორტფოლიო ელ.ფაილის / ფოლდერის სახით (პროგრამაზე მუსიკის ტექნოლოგია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივნისისა!
9. ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს შესაბამისი დონის ტესტი კონსერვატორიაში (პროგრამაზე მუსიკოლოგია) (PDF).
2024-2025 შემოქმედებითი ტურები, განრიგი
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები:
სოლო აკადემიური სიმღერა
აკადემიური გუნდის დირიჟორობა
კლავიშიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები
ჩასაბერი საკრავები
სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი სპეციალობაში:
სოლო აკადემიური სიმღერა
აკადემიური გუნდის დირიჟორობა
კლავიშიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები
ჩასაბერი საკრავები
შედეგები:
აკადემიური გუნდის დირიჟორობა:
სოლო აკადემიური სიმღერა:
კლავიშიანი საკრავები:
სიმებიანი საკრავები:
ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები:
კომპოზიცია:
მუსიკის ტექნოლოგია:
მუსიკის ისტორია:
ეთნომუსიკოლოგია:
რეიტინგული შედეგები:
სოლო აკადემიური სიმღერა
აკადემიური გუნდის დირიჟორობა
კლავიშიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები
ჩასაბერი საკრავები
მუსიკოლოგია, მუსიკის ტექნოლოგია
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10