საარჩევნო კომისიის 17.10.2022 წლის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე (იხ. შემაჯამებელი ოქმი), სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი N23; 17.10.2022 წ.):
- გამარჯვებული ვერ იქნა გამოვლენილი და დეკანის თანამდებობაზე ვერ აირჩა ვერცერთი კანდიდატი „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები“-ს მე-8 მუხლის 9 1 პუნქტიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც დეკანის თანამდებობაზე აირჩევა კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
- გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი). გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.