სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი (6 სემესტრი)
კრედიტები – 180 ECTS
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ , სპეციალობა- ორგანი ბარდება შემდეგი გამოცდები:
1. სპეციალობა – იხ. მოთხოვნები
2. მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული გეგმის დაცვა. იხ. მოთხოვნები
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (დანართი N1, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. აკრედიტებული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მუსიკის მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დედანი; / თუ დიპლომი და დანართი ჯერ არაა გაცემული,ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; / უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. (ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ელ. ასლი);
შენიშვნა: რეგისტრაციის პერიოდში უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტს ამ დოკუმენტის წარმოსადგენად ეძლევა სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადა;
4. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ.რეკვიზიტები);
5. ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (JPG) სახით;
6. ავტობიოგრაფია – CV (დანართი N2);
7. პორტფოლიო (კანდიდატის აქტივობების დამადასტურებელი მასალები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას):
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ – საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, დისკები და ა.შ.).
8. საგამოცდო დოკუმენტაცია
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობის შემოქმედებით ტურში მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი;ქრონომეტრაჟით (აპლიკანტის წარმოდგენილი საშემსრულებლო პროგრამა, ყოველი მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოცდამდე გაივლის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელის მიერ შემოწმებას: ქრონომეტრაჟის, პროგრამის სირთულის შესაბამისობას მისაღებ მოთხოვნებთან); ასევე მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული გეგმა (5-6გვ.); (პროგრამაც და გეგმაც უნდა იყოს ხელმოწერილი, დასკანერებული pdf);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, ყველა სადოქტორო პროგრამაზე საპროექტო განაცხადის/სპეციალობის პროგრამის გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 29 მაისისა!
გაფრთხილება: გაყალბებული დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდებზე, ან მისაღები გამოცდების შედეგები ანულირდება, რაც დამოკიდებულია დოკუმენტის სიყალბის დადასტურების დროზე.
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10