დადგენილება 81/ 2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება N 81/2023
თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „წ“ ქვეპუნქტების, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის #10 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ნოემებრის N26 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 26),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა წარმოდგენილი დანართის სახით.
2. დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის ყველა მიმართულების და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხისუზრუნველყოფისსამსახურს.
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეtsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე