დადგენილება № 66/2023 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 12.11.2021 წ. N124/2021 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
დადგენილება № 66/2023
თარიღი: 6 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და „წ“ ქვეპუნქტების და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბერის № 20 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 20),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 12.11.2021 წ. N124/2021 დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართში და მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:
„17. სწავლის მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტუდენტი გათავისუფლდეს ინგლისური ენის საკონსერვატორიო სავალდებულო სასწავლო კურსის გავლისაგან, საერთაშორისო სერთიფიკატის (TOEFL, GMAT, GRE, IELTS, FCE და CERTUS) და/ან საზღვარგარეთ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის და მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლის საფუძველზე.
ლალი (ზეინაბ) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
აკადემური საბჭოს წევრი