2023 წლის 4 და 5 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მეხუთე საეთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის ძირითადი თემა _ `”ინტერდისციპლინური პერსპექტივები მუსიკოლოგიაში”
2015 წელს თსკ-ში საფუძველი ჩაეყარა საქართველოში პირველ თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას (თსმკ). კონცეფციის თანახმად, კონფერენცია ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მისი თემატიკა ცვალებადია. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე მუსიკოლოგიის ზოგადი პრობლემატიკის განხილვას, იმ გზებისა და პერსპექტივების გამოკვეთას, რაც განაპირობებს მუსიკოლოგიის სამომავლო განვითარებას; გარდა ამისა, ქართული თანამედროვე მუსიკოლოგიური სკოლის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას და განსხვავებული ტრადიციების მქონე სამეცნიერო სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
თსკ-ს სამეცნიერო კვლევის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2018‑2024) თანახმად, კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ინტერდისციპლული კვლევები და შემოქმედებითი კვლევა. სწორედ აღნიშნულმა განსაზღვრა წლევანდელი საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენციის ძირითადი თემა – `,,ინტერდისციპლინური პერსპექტივები მუსიკოლოგიაში”, რომელიც ამ ფართო მიმართულების თითქმის ყველა შესაძლო საკითხს მოიცავს. წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ არამარტო მუსიკისმცოდნეები, არამედ შემსრულებლები და კომპოზიტორები საქართველოდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან.
კონფერენციის შესახებ სრული ინფრომაცია:
ბუკლეტი იხილეთ აქ.
პროგრამა იხილეთ აქ.