დადგენილება № 03/2023 – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის ანგარიშის მოსმენისა და ცნობად მიღების შესახებ
დადგენილება № 03/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის „ო“
ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი
საბჭოს 2023 წლის 24 მარტის № 02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. ცნობად იქნას მიღებული სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის ანგარიში წარმოდგენილი დანართი №1 -ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე ww.tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის
ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64);
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.