დადგენილება № 18/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის 2022 წლის ანგარიშის მოსმენისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 18/2023
თარიღი: 24 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის № 06 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ცნობად იქნეს მიღებული სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის 2022 წლის ანგარიში წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
2. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი დანართი № 2-ის სახით;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.