დადგენილება N49/2023 სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგამომცემლო საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 49/2023
თარიღი: 14 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის გამომცემლობის ხელმძღვანელის ქეთევან ბაქრაძის 2023 წლის10 ივლისის # 561 სამსახურებრივი ბარათისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის № 15 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 15)
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგამომცემლო საქმიანობის წესი თანდართული სახით;
2.წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს კონსერვატორიაში საგამომცემლო საქმიანობასთან არსებული ინსტრუქცია, მისი თანმდევი ცვლილებებით.
3.დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.დადგენილება დაეგზავნოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყველა სტრუქტურულ ერთეულს;
5.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge
6.დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე