ცხადდება კონკურსი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად.
კონკურსი გამოცხადდეს საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე შემდეგი
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. სავალდებულო ფორტეპიანო: ასისტენტ – პროფესორი – 1 (ერთი) ადგილი;
2. საკონცერტმაისტერო დაოსტატება: ასისტენტ – პროფესორი – 1 (ერთი) ადგილი;
3. სპეც.ფორტეპიანო: ასისტენტ – პროფესორი – 1 (ერთი) ადგილი;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი
მიმართულებით სამეცნიერო-შემოქმედებითი ან/და პედაგოგიური საქმიანობის
გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
1. კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, დადგენილი ფორმის მიხედვით;
2. კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3×4 სმ);
5. ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ
ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. ბოლო სამსახურებრივი პოზიციის (აკადემიური თანამდებობა/მოწვ.მასწ) დამადასტურებელი ცნობა, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
7. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები;
8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/
ების) ასლი/ები და მათი აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
10. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
12. ჯილდოების, პრემიების, წოდებების, სტიპენდიების მიღების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის ასლები.
13 კონკურსანტის მიერ დადგენილი წესის მიხედვით წარმოდგენილი საკონცერტო
პროგრამა.
14. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე,აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ანსაქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობა
(საჭიროების შემთხვევაში).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი
უნდა იქნეს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით ( ჩაწერილი CD/ფლეშ
მეხსიერებაზე).
იხ. ანკეტა
იხ. ანკეტის_დანართი-სწავლების_კონცეფცია
იხ. კონკურსის ჩატარების წესი
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 09 ნოემბრიდან 2026 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, 10.00-დან 18.00 საათამდე (შესვენება 13.00-დან – 14.00-მდე)
კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No216, ელექტრონული მისამართი: konkursi@tsc.edu.ge);