სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025-2026 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მობილობის მიზნებისთვის შესარჩევ კონკურსზე
საბაკალავრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, სიმებიანი: ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, გიტარა, ჩასაბერი: ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი და დასარტყამი საკრავები), „ჯაზის ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკოლოგია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2025 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 09 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 03 ივნისისა.
სამაგისტრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა, სიმებიანი /ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი/ და ჩასაბერი /ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი/ საკრავები), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“, „მუსიკოლოგია“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა) მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2025 წლის 20 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 01 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
სადოქტორო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო ფორტეპიანო, საორკესტრო საკრავები/ვიოლინო), „კომპოზიცია“ და „მუსიკოლოგიური კვლევები“ (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა) მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2025 წლის 20 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 01 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
მობილობის ფარგლებში მისაღები გამოცდებისთვის/შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია:
– საბაკალავრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (გარე: სოლო აკადემიური სიმღერა, კლავიშიანი საკრავები, სიმებიანი საკრავები-გიტარა; შიდა: სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა) 2025 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). კონსერვატორიის შიდა შესარჩევი გამოცდები ჩატარდება 09 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 03 ივნისისა.
– სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (გარე: სოლო აკადემიური სიმღერა) 2025 წლის 20 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). კონსერვატორიის შიდა შესარჩევი გამოცდა ჩატარდება 01 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
(შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ მობილობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ივნისში)
დეტალური ინფორმაცია იხ. ქვედა ველებში
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10