სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მობილობის მიზნებისთვის შესარჩევ კონკურსზე
საბაკალავრო ქართულენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, სიმებიანი: ვიოლინო, ალტი, ჩელო, არფა, გიტარა, ჩასაბერი: ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი, ტუბა და დასარტყამი საკრავები), „ჯაზის ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკოლოგია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ და ინგლისურენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, სიმებიანი: ვიოლინო, ჩასაბერი: ფლეიტა), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2026 წლის 01 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით. მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 08 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 03 ივნისისა. ინგლისურენოვან პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე
მობილობის ფარგლებში შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია: – საბაკალავრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (გარე: სოლო აკადემიური სიმღერა, კლავიშიანი საკრავები, დასარტყამი საკრავები; შიდა: სოლო აკადემიური სიმღერა) 2026 წლის 01 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). კონსერვატორიის შიდა შესარჩევი გამოცდები ჩატარდება 08 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 03 ივნისისა. (შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ მობილობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ივლისში).
სამაგისტრო ქართულენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა, სიმებიანი /ვიოლინო, ალტი, ჩელო/ და ჩასაბერი /ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი/ საკრავები), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“, „მუსიკოლოგია“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა) და ინგლისურენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, სიმებიანი /ვიოლინო, ალტი/ და ჩასაბერი /ფლეიტა, კლარნეტი/ საკრავები), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2026 წლის 21 მაისიდან 03 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 06 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა. ინგლისურენოვან პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე
სადოქტორო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (აკადემიური სიმღერა, სოლო ფორტეპიანო, საორკესტრო საკრავი: ვიოლინო), „კომპოზიცია“ და „მუსიკოლოგიური კვლევები“ (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა, მობილობა: საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია) მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2026 წლის 21 მაისიდან 03 ივნისის ჩათვლით (იხ. საბუთების ნუსხა). მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 06 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
დეტალური ინფორმაცია იხ. ქვედა ველებში
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10