დადგენილება No 58/2023 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დადგენილება No 58/2023
თარიღი: 08 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის No 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2023 წლის 08 სექტემბრის #17 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 17)
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების წესი და პირობები თანდართული დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება დაეგზავნოთ კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის, საშემსრულებლო ფაკულტეტების დეკანებს, სტრუქტურულ ერთეულებს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე