დადგენილება 86/ 2023 „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” დისციპლინათა სილაბუსების – “მუსიკათერაპიის საფუძვლები“; „სტრესის მართვა“; „სხეული და შემსრულებლობა“ დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის #03/2022 წლის დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის, “სხეული და შემსრულებლობის“ დისციპლინისთვის წინაპირობის მოხსნისა და სილაბუსის დაზუსტებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება N 86/2023
თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე და 63 -ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 06 ნოემბრის #12 სხდომის ოქმიდან ამონაწერისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ნოემებრის N26 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 26),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” დისციპლინათა სილაბუსების – “მუსიკათერაპიის საფუძვლები“; „სტრესის მართვა“; „სხეული და შემსრულებლობა“ დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის #03/2022 წლის დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში, სსიპ-თბილისის საშემსრულებლო ფაკულტეტის დისციპლინა “სხეული და შემსრულებლობას” მოეხსნას არსებული წინაპირობა და სილაბუსი დამტკიცდეს დაზუსტებული სახით თანდართული დანართის შესაბამისად.
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე