თბილისის კონსერვატორიის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის კავკასიის რეგიონის პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ამ მხარეში მუსიკალურ ტრადიციებს ისეთივე უხსოვარი დასაბამი აქვს, როგორიც თავად ქვეყანას: ქართული ტრადიციული მუსიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. პროფესიული მუსიკის მთავარი სასწავლებელი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კი არა მხოლოდ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მუსიკალური კერა, არამედ საერთაშორისო აღიარების უმაღლესი სასწავლებელია. ამისი დასტური კი ჩვენი პედაგოგები და კურსდამთავრებულები არიან: წარსულში ლეგენდარული და თანამედროვეობის მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებსაც თბილისის კონსერვატორიის სახელი სულ უფრო ხშირად გააქვთ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს დარბაზებში თუ სცენებზე.